გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

დასანანი მარცხი - სარდალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა და საფრანგეთის წარმომადგენელ ლუკა მხეიძესთან იპონით დამარცხდა.

შეხვედრის დასრულებამდე 01:11 წუთით ადრე, როცა მხეიძე 1:0-ს იგებდა, სარდალაშვილი მეტოქემ მტკივნეულ ილეთზე  დაიჭირა, რის გამოც გიორგის დანებება მოუწია. ეს ლუკა მხეიძის კარიერაში ევროპის ჩემპიონატის მეორე ოქროს მედალია, მან გამარჯვება 2023 წელს მონპელიეში გამართულ კონტიტენტის პირველობაზეც იზეიმა.

ცნობისთვის, სარდალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჯერ გერმანელი მაქსიმილიან ჰეიდერი, შემდეგ კი ბელგიელი ჯორე ფერსტრაეტენი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაევს მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ ასპარეზობაში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (63 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) ჩაერთვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექაურისა და მაისურაძის შანსი | 1996 წლის შემდეგ ეს არავის გაუკეთებია
ბექაურისა და მაისურაძის შანსი | 1996 წლის შემდეგ ეს არავის გაუკეთებია