გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური, მიხეილ ბახბახაშვილი, ნინო გულბანი, ნინო ლოლაძე
Aa
Aa

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი | წილისყრა და ქართველი ჯუდოკების მეტოქეები

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. დღეს მოახლოებული ტურნირის წილისყრა გაიმართა და ქართველი ჯუდოკების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

-60 კგ წონითი კატეგორია
მოქმედი ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი ტიტულის დაცვას მეორე რაუნდიდან დაიწყებს, სადაც ჯეიმს ზაჰრასა და მაქსიმილიან ჰეიდერის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სარდალაშვილი B ჯგუფში მოხვდა და მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქეები ჟორე ფერსტრაეტენი (მსოფლიოს მე-11 ნომერი) ან ფრანსისკო გარიგოსი არიან. ნახევარფინალში სარდალაშვილის სავარაუდო მეტოქე ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, მსოფლიოს მეორე ნომერი ბალაბაი აღაიევია.

-66 კგ წონითი კატეგორია
ვაჟა მარგველაშვილის პირველი მეტოქე ხორვატი დანი კლაჩარი გახლავთ. გამარჯვების შემთხვევაში ვაჟა მსოფლიოს მეშვიდე და ტურნირის მეორე ნომერს, ვალიდე ხიარს დაუპირისპირდება.

-73 კგ წონითი კატეგორია
ლაშა შავდათუაშვილი B ჯგუფში მოხვდა და მისი პირველი მეტოქე ვალტერ ოლინისა და კიპრიანოს ანდრეუს წყვილის გამარჯვებული იქნება. მეოთხედფინალში ლაშას სავარაუდო მეტოქე აკილ გიაკოვა გახლავთ, ნახევარფინალში — ტურნირის ფავორიტი ჟოან-ბენჟამინ გაბა. მიხეილ ბახბახაშვილის პირველი ოპონენტი დანიელ შეგედია; მოგების შემთხვევაში ბახბახაშვილი ჩუსნიდინ კარიმოვს დაუპირისპირდება (მეექვსე ნომერი ტურნირზე). მიხეილი D ჯგუფშია და მეოთხედფინალში პოტენციურ მეტოქედ ლეონარდო ვალერიანი ჰყავს.

-81 კგ წონითი კატეგორია
ტატო გრიგალაშვილი C ჯგუფში დაიწყებს და მეორე რაუნდში მაგამედ ბორჩაშვილს შეხვდება. ტატოს ჯგუფში ეეტუ იჰანამაკი და ჯონ ვრენოზი არიან, ნახევარფინალში ტატოს სავარაუდო მეტოქე ზელიმ ტცკაევია. მატიას კასე და ვედატ ალბაირაკი B ჯგუფში მოხვდნენ, ხოლო ტიმურ არბუზოვი და მიხაილო სვიდრაკი — A ჯგუფში არიან. ასე რომ, შესაძლებელია, ისევ ტატო-არბუზოვის ფინალი მივიღოთ.

-90 კგ წონითი კატეგორია
ლაშა ბექაური A ჯგუფშია და მეორე რაუნდში კენი კომი ბედელს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე ბელარუსი იაჰორ ვარაპაიეუ გახლავთ. ნახევარფინალში — ნემანია მაიდოვი ან თეოდოროს ცელიდისი. ლუკა მაისურაძე C ჯგუფშია და ჟარნე დიუკისა და რიმ ფრიდმან-ზილბერშტაინის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე ადამ კოპეცკი გახლავთ (მსოფლიოს მე-12 ნომერი), ნახევარფინალში კი შესაძლოა მურად ფატიევს (მეხუთე ნომერი) ან მაქსიმე-გაელ ნგაიაპ ჰამბუს შეხვდეს (მეექვსე ნომერი, მე-11 მსოფლიოში).

-100 კგ წონითი კატეგორია
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ილია სულამანიძე ტიტულის დაცვას D ჯგუფში დაიწყებს, სადაც პირველ შეხვედრას ოლივერ ბარატთან გამართავს. მეოთხედფინალში სულამანიძის სავარაუდო მეტოქე რუსი ნიიაზ ბილალოვია (მეექვსე ნომერი, მე-12 მსოფლიოში), ნახევარფინალში მას, ალბათ, ჯენარო პირელი ან ანტონ სავიცკი (მესამე ნომერი მსოფლიოში) დაუპირისპირდებიან.

+100 კგ წონითი კატეგორია
გურამ თუშიშვილი C ჯგუფშია და მეორე რაუნდში იაკივ ხამოსა და იანის ანტონიუს გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალში მისი სავარაუდო მეტოქე იბრაჰიმ ტატაროღლუა. ნახევარფინალში თუშის, ალბათ, კანან ნასიბოვი ან ვალერი ენდოვიცკი დახვდებიან.

-48 კგ წონითი კატეგორია
ჯულიეტა როდონაია მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე შირინ ბუკლია, რომელიც IJF-ის რეიტინგში მეორე ნომერია, ევროპის ჩემპიონატზე კი პირველ ნომრად არის განთესილი.

-52 კგ წონითი კატეგორია
ნინო თათრიშვილის პირველი მეტოქე ესტონელი დარია მიხაილოვაა. მეორე რაუნდში გასვლის შემთხვევაში თათრიშვილი როზა გიერტიასს დაუპირისპირდება (მსოფლიოს მეხუთე ნომერი).

-57 კგ წონითი კატეგორია
ეთერ ლიპარტელიანი მეორე რაუნდიდან დაიწყებს და პირველ შეხვედრას ნორვეგიელი ჯუდოკას, ელის ბიორეასის წინააღმდეგ გამართავს. ნინო ლოლაძე ტურნირზე მესამე ნომრად განთესილ ტიმნა ნელსონ-ლევის დაუპირისპირდება.

-63 კგ წონითი კატეგორია
ნინო წიკლაური პირველ რაუნდში 22-ე ნომერს, ნატალია კროპსკას შეხვდება; გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე რაუნდში კარლოტა ავანცატოს დაუპირისპირდება (მე-15 ნომერი, მეშვიდე ამ ტურნირზე).

-70 კგ წონითი კატეგორია
ნინო გულბანის პირველი მეტოქე სამირა დოკი გახლავთ, მარიამ ჭანტურიასი კი — რეიტინგის მეოთხე ნომერი და მოქმედი ევროპის ჩემპიონი შოფი ოზბაში.

+78 კგ წონითი კატეგორია
სოფიო სომხიშვილი მეორე რაუნდიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე მეექვსე ნომერი ჰელენა ვუკოვიჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფენომენალური ტალანტი და დიდი პატრიოტია“ | დევიდ უებმა Talksport-თან ხვიჩაზე ისაუბრა
„ფენომენალური ტალანტი და დიდი პატრიოტია“ | დევიდ უებმა Talksport-თან ხვიჩაზე ისაუბრა