გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ლაშა გუჯეჯიანი, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

„საქართველოში ასპარეზობა დამატებითი მოტივაციაა“ - ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16-19 აპრილს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ჩვენი ქვეყანა ევროპირველობას ისტორიაში პირველად უმასპინძლებს და ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას.

დღეს ჩვენმა გუნდმა მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა, რის დასრულების შემდეგაც ნაკრების ლიდერებმა მოახლოებულ ტურნირსა და მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრეს.

ძიუდოისტების კომენტარები:

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ასეთია:

ვაჟები:

  • -60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
  • -66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
  • -73 კგ: მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
  • -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
  • -90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
  • -100 კგ: ილია სულამანიძე 
  • +100 კგ: გურამ თუშიშვილი. 

ქალები:

  • -48 კგ: თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია
  • -52 კგ: ნინო თათრიშვილი
  • -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
  • -63 კგ: ნინო წიკლაური
  • -70 კგ: ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია 
  • +78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები