დიანა დევისი, გლებ სმოლკინი
Aa
Aa

ზამთრის ოლიმპიადა | დევისი და სმოლკინი თავისუფალი პროგრამით წარდგნენ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში ფინალური ეტაპი დაიწყო, სადაც აშშ-ს, იაპონიას, იტალიასა და კანადასთან ერთად საქართველოც იასპარეზებს.

დღეს წყვილებში საქართველო თავისუფალი პროგრამით დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა წარადგინეს. ქართული წყვილის გამოსვლა 117.82 ქულით შეფასდა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები 32 ჯამური ქულით მეხუთე პოზიციაზეა. აშშ-ს 44 ქულა აქვს, იაპონიას 39, იტალიას 37, კანადას კი 35.

ხვალ მედლებისთვის ბრძოლაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას წყვილი, ანასტასია გუბანოვა და ნიკა ეგაძეც ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გუნდური შეჯიბრის ფინალში ისტორიაში პირველად ასპარეზობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლებლობების 87 პროცენტი“ - ბერულავა ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა
„შესაძლებლობების 87 პროცენტი“ - ბერულავა ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩა