ნიკა ეგაძე
Aa
Aa

ზამთრის ოლიმპიადა | ეგაძის გამოსვლის შემდეგ საქართველო ფინალშია

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში დღეს მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე წარდგა, რომლის გამოსვლაც 84.37 ქულით შეფასდა.

ეგაძემ თავისი გამოსვლით საქართველოს ნაკრების აქტივში კიდევ 5 ქულა შეიტანა.

ცნობისთვის, გუნდურ ასპარეზობაში გუშინ საქართველოს ნაკრები ქალთა შორის მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ, წყვილებში - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ხოლო სპორტულ ცეკვებში - დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა წარადგინეს. გუბანოვამ ნაკრებს 6 ქულა შესძინა, დევისი-სმოლკინის წყვილმა - 5 ქულა, ხოლო მეტელკინა-ბერულავას წყვილმა - 9 ქულა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრები 25 ქულით 5 საუკეთესოში მოხვდა და ტურნირის ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქეები აშშ (34 ქულა), იაპონია (33), იტალია (28) და კანადა (27) იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზამთრის ოლიმპიადა | გუბანოვას გამოსვლის შემდეგ საქართველო მეოთხე ადგილზეა
ზამთრის ოლიმპიადა | გუბანოვას გამოსვლის შემდეგ საქართველო მეოთხე ადგილზეა