გოდერძი ბერდელიძე
Aa
Aa

ბერდელიძის აღიარება - წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდოზეა წარდგენილი

ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდოზე წარდგენილი სპორტსმენები დაასახელა. მამაკაცთა შორის ჯილდოსთვის 10 სპორტსმენი იბრძოლებს, რომელთა შორის გოდერძი ბერდელიძეც მოხვდა.

29 წლის ქართველი ძალოსნის კონკურენტები მუჰამედ ოზბექი (თურქეთი), მარინ რობუ (მოლდოვა), კარლოს ნასარი (ბულგარეთი), ლორენცო ტარკინი (იტალია), კიანუშ როსტამი (კოსოვო), მარკოს რუის ი ველასკო (ესპანეთი), ვარაზდატ ლალაიანი (სომხეთი), რაფაელ ფრიდრიხი (გერმანია) და იაუჰენი ციხანცოუ (ნეიტრალური ათლეტი) იქნებიან.

გამარჯვებული 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოცხადდება. ცნობისთვის, წელს კონტინენტის პირველობას 19-26 აპრილს ბათუმი უმასპინძლებს.


ბერდელიძემ (55 კგ) 2025 წელს მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 276 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

61 კგ. წონით კატეგორიაში სამი მედალი მოიპოვა გოდერძი ბერდელიძემ — ქართველი ძალოსანი ატაცში ბრინჯაოს (123 კგ.) დაეუფლა, ხოლო აკვრაში ვერცხლს (153 კგ.) და ორჭიდის ჯამში (276 კგ.) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამი სპორტსმენის ოთხი მედალი - პარაძალოსნობის ევროპის ღია თასი
სამი სპორტსმენის ოთხი მედალი - პარაძალოსნობის ევროპის ღია თასი