ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

სარდალაშვილი ფინალშია - მისი მეტოქე ლუკა მხეიძე იქნება

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო - პირველ დღეს საქართველოს სახელით ტატამიზე ოთხი სპორტსმენი ვიხილეთ.

კონტინენტის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ჯერ გერმანელი მაქსიმილიან ჰეიდერი, შემდეგ კი ბელგიელი ჯორე ფერსტრაეტენი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში გიორგის მეტოქე აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაევი იყო, რომელსაც სარდალაშვილმა ვაზარით მოუგო და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი საფრანგეთის წარმომადგენელ ლუკა მხეიძეს დაუპირისპირდება.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა ხორვატ მეტოქესთან დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ნინო თათრიშვილს (52 კგ) პირველ შეხვედრაში ესტონელი მეტოქე არ გამოუცხადდა, მერვედფინალში კი 19 წლის ქართველი ჯუდოკა უნგრელ როზა გიერტიაშთან იპონით დამარცხდა.

48 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჯულიეტა როდონაია წარმოადგენდა, რომელიც ასევე პირველივე შეხვედრაში გამოცდილ ფრანგთან, შირინ ბუკლისთან დამარცხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

ფოტო: ijf.org

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექაურისა და მაისურაძის შანსი | 1996 წლის შემდეგ ეს არავის გაუკეთებია
ბექაურისა და მაისურაძის შანსი | 1996 წლის შემდეგ ეს არავის გაუკეთებია