„ალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდა...“ | რატომ წავიდა კროუფორდი კრივიდან
ტერენს კროუფორდი დიდი კრივიდან წავიდა და მისმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივართა დიდი ნაწილის გაოცება გამოიწვია. „ბადმა“ ხელთათმანები ლურსმანზე 38 წლის ასაკში ჩამოკიდა და Pivot Podcast-ში სტუმრობისას ახსნა, ეს არჩევანი რატომ გააკეთა.
კროუფორდმა ლეგენდარული მოკრივე, მუჰამედ ალი გაიხსენა, რომელსაც პარკინსონის დაავადება 42 წლის ასაკში დაუდგინდა და ეტაპობრივად ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუუარესდა. „ბადს“ არ უნდა, იგივე გზა გაიაროს და კარიერა სწორედ ამიტომ დაასრულა.
„მუჰამედ ალი ყველა მოკრივის მისაბაძი მაგალითია. ის ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა და იმის ნახვა, თუ როგორ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა... არც ერთ მოკრივეს არ უნდა, იგივე დაემართოს. ყველა დროის საუკეთესო მოკრივე ხარ, მაგრამ არ შეგიძლია, საკუთარ თავზე იზრუნო... ღირს კი ეს ჯანმრთელობის ფასად? რა თქმა უნდა, არა! კრივს ყველაფერი მივეცი, მაგრამ არ ვაპირებ, მას ჯანმრთელობა შევწირო.“
ცნობისთვის, ტერენს კროუფორდი მეორე მამაკაცი მოკრივეა, რომელმაც სამ წონით დივიზიონში ყველა ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი ფლობდა. ოთხი ქამრის ეპოქაში ის პირველია, რომელმაც ყველა ორგანიზაციის ტიტული ორ და სამ წონით დივიზიონში დაისაკუთრა.