ლაშა გურული მე-3 ბრძოლისთვის ემზადება - მეტოქე და თარიღი ცნობილია
ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება. ქართველი მოკრივე მომდევნო შეხვედრას 7 თებერვალს, ლივერპულში გამართავს.
ლაშას მეტოქე ნიკარაგუელი ბრანდონ რივერა იქნება, რომელსაც პროფესიონალებში ჩატარებული 7 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოკრივემ პროფესიული კარიერა წარმატებით დაიწყო: 2025 წლის მარტში, რუსთავში გამართულ ტურნირზე განელ მოკრივეს, ბერნარდ აბეის მოუგო, რასაც ივლისში ლონდონში ჯეიმს ფრენცისზე მოპოვებული გამარჯვება მოჰყვა.
გეტყვით ასევე, რომ 29 წლის გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.