ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა
Aa
Aa

ტეიშეირა: პერეირა ჩიმაევს სამ რაუნდში დაანოკაუტებს

UFC-ის ნახევრად მძიმე წონის ყოფილმა ჩემპიონმა, გლოვერ ტეიშეირამ, UFC PI-ის დარბაზში ხაბიბ ნურმაგამედოვთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მან ასევე განიხილა თავისი შეგირდის, ალექს პერეირას პოტენციური მეტოქეები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ხამზატ ჩიმაევია.

ტეიშეირას UFC-სთან მოლაპარაკებების დეტალები არ გაუმჟღავნებია, თუმცა მიანიშნა, რომ ისინი კვლავ იმედოვნებენ ჯონ ჯონსთან ბრძოლას „თეთრ სახლში“.

„ეს არის ბრძოლა, რომლის ნახვაც ყველას სურს, მაგრამ პოატანი ნებისმიერს ეჩხუბება. თუ ეს იქნება ბრძოლა სირილ განთან დროებითი ქამრისთვის, ეს მისი მესამე სატიტულო წონა გახდება - ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს UFC“,

- განმარტა ბრაზილიელმა.

რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევთან შესაძლო შეხვედრას, რომელიც მათ კვლავ იწვევს, ტეიშეირა ჩეჩენი საშუალოწონოსნის გამარჯვების შანსს ვერ ხედავს.

„ის ახლახან გახდა საშუალო წონის ჩემპიონი და ტიტული ერთხელაც არ დაუცვია. პოატანი სხვა დონეზეა. ჩემთვის რთულია განსჯა, მაგრამ პოატანის ჯები უფრო მძლავრია, ვიდრე ბევრის პირდაპირი დარტყმა - ეს მართლაც მტკივნეულია. ბადესთან მისი პარტერში გადაყვანა ძალიან რთულია, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, მისი დაცვა მიწაზე უმაღლეს დონეზეა. პოატანი ჩიმაევს მაქსიმუმ მესამე რაუნდში დაანოკაუტებს“,

- დაასკვნა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები