მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ანატოლი მალიხინი
Aa
Aa

„ჯანმრთელი პიოტრი მსოფლიოში საუკეთესოა“ | მალიხინი დვალიშვილისა და იანის ჩხუბზე

ONE Championship-ის ჩემპიონი ანატოლი მალიხინი თვლის, რომ ჯანმრთელი პიოტრ იანი მსოფლიოში საუკეთესო სუპერ მსუბუქწონოსანი მებრძოლია. მალიხინმა მერაბ დვალიშვილისა და იანის ჩხუბზე ისაუბრა და თანამემამულე შეაქო.

„მარტივი გამარჯვება არ ყოფილა. როგორ შეიძლება, ტოპ მებრძოლის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებას მარტივი ვუწოდოთ? ეს ხუთრაუნდიანი ჯახი იყო, რომელშიც იანი უკეთესად გამოიყურებოდა.

პიოტრს არაფერი აწუხებდა და სრულად ჯანმრთელი იყო. როდესაც იანს ტრავმა არ აქვს, ის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია. მასთან სუპერ მსუბუქი წონის ყველა მებრძოლს შეექმნება პრობლემა და არა მხოლოდ დვალიშვილს.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. UFC-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „მანქანა“ საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შანსს მიიღებს. ეს თავად დვალიშვილმაც და იანმაც დაადასტურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სახლში დაადგა და ურეკავდა, გამოდიო“ | კონორისა და პიმბლეტის ისტორია
„სახლში დაადგა და ურეკავდა, გამოდიო“ | კონორისა და პიმბლეტის ისტორია