„სახლში დაადგა და ურეკავდა, გამოდიო“ | კონორისა და პიმბლეტის ისტორია
დენ ჰუკერი UFC 325-ზე იჩხუბებს, რომელსაც თბილისის დროით 1-ელ თებერვალს ვიხილავთ. „ჰენგმენი“ ბენუა სენ-დენის დაუპირისპირდება და მათი ორთაბრძოლა ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება.
ჩხუბამდე ჰუკერი ჟურნალისტებს შეხვდა და პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ჰენგმენმა“ საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც „ბედისა“ და კონორ მაკგრეგორს უკავშირდება.
„პიმბლეტმა საშინელი გამოსვლა აჩვენა. პედი ბევრ საზიზღრობას ამბობს მებრძოლისთვის, რომელიც ასე ცუდად ჩხუბობს. პიმბლეტი ლაპარაკის გარდა არაფერს აკეთებს და როცა საკუთარი სიტყვების გამო პრობლემები ექმნება და სიტუაცია მწვავდება, მსხვერპლის როლს ირგებს.
ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ კონორ მაკგრეგორზე საშინელებები თქვა, რის შემდეგაც ირლანდიელი მებრძოლი სახლში დაადგა. მაკგრეგორი მის სახლთან იდგა და ურეკავდა, რომ გამოსულიყო და შეხვედროდა, მაგრამ პედი გარეთ არ გამოსულა. ეს ამბავი მის პიროვნებას იდეალურად აღწერს.“
ცნობისთვის, UFC 325-ის მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის საჩემპიონო ჩხუბია. ისინი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.