იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია
შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და მოედანზე სავარაუდოდ 1 კვირის განმავლობაში ვერ ვიხილავთ. აღნიშნულ ინფორმაციას „Le Parisien“-ი ავრცელებს.
როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, შვედმა დაზიანება რუსეთის წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის მიმდინარეობისას მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვლა ითხოვა.
იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი გუნდი „ბორდოს“ დაუპირისპირდება. აგრეთვე დიდია ალბათობა, რომ ზლატანი „პარი სენ ჟერმენს“ ვერც „ჩემპიონთა ლიგის“ პირველი ტურის შეხვედრაში დაეხმაროს.