წონა ჩააბარა და გონება დაკარგა | მძიმე კადრი UFC-ის აწონვის ცერემონიიდან
Aa
Aa

წონა ჩააბარა და გონება დაკარგა | მძიმე კადრი UFC-ის აწონვის ცერემონიიდან

UFC-ის 2026 წლის პირველი ღონისძიება ლას-ვეგასში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებაა. პარასკევს, აწონვის ცერემონია გაიმართა და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კამერონ სმაზერმანმა სცენაზე გონება დაკარგა.

სმაზერმენი ასაწონად გავიდა და სასურველი რიცხვი დააფიქსირა - 61.4 კილოგრამი. როდესაც ის სცენიდან გადიოდა, გონება დაკარგა და დაეცა. ამერიკელი მებრძოლი გონს მოვიდა, თუმცა სცენა დამოუკიდებლად ვერ დატოვა და ხელში აყვანილი გაიყვანეს.

უცხოური გამოცემების ინფორმაციით, სმაზერმანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. გაირკვა, რომ ის UFC 324-ზე ვერ იჩხუბებს და მისი ორთაბრძოლა გაუქმდა.

ცნობისთვის, სმაზერმენს კარიერაში 12 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს. იგი სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს და მისი მომდევნო მეტოქე რიკი ტურკუა უნდა ყოფილიყო..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვჯერა, რომ რეალისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია“ - მარსელინო
„გვჯერა, რომ რეალისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია“ - მარსელინო