კარლოს ალკარასი
Aa
Aa

„ახლა მას მეტი ფუნქციები აქვს“ - ალკარასი ფერეროს შემცვლელზე

2025 წლის ბოლოს საჩოგბურთო სამყაროში მთავარი და მოულოდნელი ამბავი კარლოს ალკარასისა და ხუან კარლოს ფერეროს თანამშრომლობის დასრულება იყო. ეს უკანასკნელი ახალგაზრდა ესპანელი ჩოგბურთელის მწვრთნელად წლების განმავლობაში მუშაობდა და გულშემატკივართა უმეტესობა ალკარასის ფენომენალურ შედეგებს სწორედ ფერეროს სამწვრთნელო განსწავლულობას მიაწერდა. რამდენად არის ამაში სიმართლის მარცვალი, დრო გამოაჩენს. იქამდე კი კარლოსმა ისაუბრა იმ ადამიანზე, რომელმაც ხუან კარლოსის წასვლის შემდეგ მისი ფუნქციები გადაიბარა.

კარლოს ალკარასი

ახლა ჩემი ძმა ალვარო ალკარასი სამუ ლოპესთან ერთად კიდევ უფრო ფუნდამენტურ როლს ასრულებს. ის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს როგორც პირად, ასევე პროფესიონალურ ცხოვრებაში. ბევრ რამეს მთავაზობს, რაც სხვადასხვა ტურნირებში უკეთ გამოსვლაში მეხმარება. ალვარომ იცის როგორ ვმუშაობთ და ჩოგბურთში არაჩველებრივად ერკვევა. გარდა ამისა, სხვადასხვა საკითხებში ხშირ შემთხვევაში საკუთარი აზრი და შეხედულება გააჩნია, რითაც მე და სამუს სწორი გზის შერჩევაში გვეხმარება.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასი ამჟამად 2026 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობს და 1/16 ფინალში ფრანგი კორენტინ მუტეს სამ სეტში, 6:2, 6:4, 6:1 დამარცხებით მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ამერიკელ ტომი პოლს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მრავალწლიანი თანამშრომლობა ერთ ღამეში დასრულდა“ - ფერერო ალკარასს დაემშვიდობა
„მრავალწლიანი თანამშრომლობა ერთ ღამეში დასრულდა“ - ფერერო ალკარასს დაემშვიდობა