როჯერ ფედერერი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც 3 „დიდ სლემზე“ მინიმუმ 100 მატჩი მოიგო

ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ის მეორე წრეში გავიდა. მან მსოფლიოს 71-ე ჩოგანი, პედრო მარტინესი, ანგარიშით 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა.

38 წლის სერბმა მელბურნში თავისი მე-100 გამარჯვება მოიპოვა. მანამდე მან ამ ნიშნულს „როლან გაროსსა“ (101) და „უიმბლდონზე“ (102) მიაღწია.

ამ მაჩვენებლით ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერს გადაუსწრო, რომელსაც 100-100 მოგება ორ „დიდ სლემზე“ აქვს. სერბს მხოლოდ 3 მოგება აკლია შვეიცარიელის ისტორიული რეკორდის მოსახსნელად - ფედერერს Australian Open-ზე სულ 102 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე 21-ედ ასპარეზობს, ხოლო „დიდი სლემის“ ტურნირებზე ჯამში 81-ედ, რაც აბსოლუტური რეკორდია. პირველი მაჩვენებლით მან ფედერერს გადაუსწრო, ხოლო მეორეთი როჯერსა და ფელისიანო ლოპესს გაუტოლდა.

შემდეგ ეტაპზე ჯოკოვიჩი ტალიელ ფრანჩესკო მაესტრელის (141-ე ჩოგანი) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწავლა და კითხვა არ მიყვარს“ - საბალენკას აღიარება
„სწავლა და კითხვა არ მიყვარს“ - საბალენკას აღიარება