წყალბურთის კლუბ აპოლოს ევროპის უძლიერეს ლიგაში მონაწილეობაზე მოლაპარაკებები გაიმართა
Aa
Aa

წყალბურთის კლუბ აპოლოს ევროპის უძლიერეს ლიგაში მონაწილეობაზე მოლაპარაკებები გაიმართა

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართული წყალბურთისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. ბელგრადში საქმიანი ვიზიტით წყალბურთის კლუბ „აპოლოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

კლუბის პრეზიდენტმა, დიმიტრი აბდუშელიშვილმა რეგიონული ლიგის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკების მთავარი მიზანი საკლუბო დონეზე „აპოლოს“ ევროპის უძლიერეს ლიგაში მონაწილეობაა, სადაც სერბეთის ხორვატიის და მონტენეგროს წამყვანი გუნდები ასპარეზობენ.

ამ რანგის ტურნირში „აპოლოს“ ჩართულობა ქართული წყალბურთისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ წყალბურთის ნაკრები დასკვნით შეხვედრას დღეს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფავორიტთან ბრძოლაში დავმარცხდით | იტალიამ მხოლოდ 2 გოლით მოგვიგო
ფავორიტთან ბრძოლაში დავმარცხდით | იტალიამ მხოლოდ 2 გოლით მოგვიგო