წყალბურთი
Aa
Aa

მეტოქე ბოლოსკენ გაგვექცა - წყალბურთელების მარცხი რუმინეთთან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუმინეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 15:10 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა და გამარჯვებულის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. პირველი პერიოდი ფრედ, 2:2 დასრულდა, მეორე პერიოდი კი 4:4 და გუნდები დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - 6:6.

მესამე პერიოდი კვლავ დაძაბულად დაიწყო და მხოლოდ სამი გოლი გავიდა, რომელშიც რუმინეთმა 2:1 მოიგო. გადამწყვეტი კი მეოთხე მეოთხედი იყო, რომელმაც სამწუხაროდ, რუმინელი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა მეტოქემ პერიოდ 7 ბურთი გაგვიტანა, საპასუხოდ კი 3 გოლი მიიღეს.

მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 16:14 მოიგო, ამ მარცხის შემდეგ კი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის შანსი დავკარგეთ. ქართველი წყალბურთელები დიდი ალბათობით, მე-8 ადგილისთვის იბრძლებენ. დასკვნით შეხვედრას 21 იანვარს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფავორიტთან ბრძოლაში დავმარცხდით | იტალიამ მხოლოდ 2 გოლით მოგვიგო
ფავორიტთან ბრძოლაში დავმარცხდით | იტალიამ მხოლოდ 2 გოლით მოგვიგო