ფავორიტთან ბრძოლაში დავმარცხდით | იტალიამ მხოლოდ 2 გოლით მოგვიგო
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიასთან დამარცხდა - 14:16.
პირველი ტაიმი მხოლოდ 1 ბურთით, 6:7 დავთმეთ. მეორე ტაიმში 12:14-ზე მსაჯმა დადვანი გააძევა, საკამათო ვითარებაში იტალიელთა გოლი ჩათვალა და ანგარიში 12:15 გახდა. ეს მომენტი შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა, მატჩის დარჩენილი დრო რიცხობრივ უმცირესობაში გავატარეთ და საბოლოოდ 2 გოლით დავმარცხდით.
საქართველოს ნაკრების მხრიდან ვაკო დადვანმა და სტეფან პიეშივაცმა ჰეთ-თრიკი შეასრულეს, საბა ტყეშელაშვილისა და დუშან ვასიჩის აქტივში 2-2 გოლია, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, ანდრია ბითაძის, ველკო ტანკოშიჩის და ანდრია ვლაჰოვიჩის ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ ტურში საბერძნეთან დამარცხდა (20:6), მეორე ტურში ხორვატიასთან დაპირისპირება დათმო (7:18), მესამე ტურში სლოვენიას მოუგო (11:22. საბერძნეთსა და ხორვატიას ჩამორჩა, მესამე ადგილზე გავიდა და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მეორე ეტაპზე ჯგუფი ექვსგუნდიანია, პირველ ჯგუფურ ეტაპზე დაგროვებული ქულები მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ. ჩვენი ნაკრები საბერძნეთსა და ხორვატიას აღარ დაუპირისპირდება, მათთან პირველ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. მეორე ეტაპის პირველ ტურში იტალიასთან მარცხის შემდეგ რუმინეთსა (19 იანვარი) და თურქეთს (21 იანვარი) შევხვდებით.
პირველ-მეორე ადგილზე გასულები ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ითამაშებენ.
ვატო დადვანის კომენტარი მატჩის შემდეგ