გიორგი მელიქიძე
Aa
Aa

მელიქიძეს ვერ აჩერებენ - მერვე ლელო სეზონში

„სტად ფრანსეს“ ქართველი მორაგბე გიორგი მელიქიძე კარიერის გამორჩეულ სეზონს ატარებს და საფრანგეთის კლუბის წარმატების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი სულისჩამდგმელია. ევროპის ჩელენჯ თასზე გიორგის წელს ორ მატჩში მიეცა ასპარეზობის საშუალება და არც ერთ შემთხვევაში მოედანი მეტოქის ჩათვლის მოედნის აღების გარეშე არ დაუტოვებია.

წინა ტურში „ექსეტერ ჩიფსთან“ თავის გამოჩენის შემდეგ, მელიქიძე ამჯერად „ულსტერთან“ საგარეო მატჩში გამოირჩა, სადაც „სტად ფრანსე“ 7-ქულიანი სხვაობით, 19:26 დამარცხდა. ჩრდილოეთ ირლანდიელებმა პირველი ნახევარი 26:0 მოიგეს და ფრანგებმა სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ შესვენების შემდეგ დაიწყეს, მათ რიგებში პირველი ლელო კი სწორედ გიორგიმ 47-ე წუთზე დადო.

 

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში გიორგი მელიქიძის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 8 ლელოა, ევროპის ჩელენჯ თასზე კი ორივე შეხვედრაში აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი. „სტად ფრანსემ“ 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2028 წლამდე ორიაკში - აბჟანდაძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა
2028 წლამდე ორიაკში - აბჟანდაძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა