შავი ლომი
Aa
Aa

მარცხი ძებრესთან | შავი ლომი ჩელენჯ ქაფის ფლეი-ოფში ვერ გავიდა

რაგბიში, „ჩელენჯ ქაფის“ მეორე ტურში, „შავი ლომი“ პარმის „ძებრესთან“ 14:28 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფრედ, 14:14 დასრულდა. ირაკლი ქვათაძემ ორი ლელო დადო, ხოლო ლუკა ცირეკიძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში „ძებრემ“ უპირატესობა მოიპოვა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ისტორიაში პირველად ფლეი-ოფის საგზური მოგვეპოვებინა, „ძებრე“ თბილისში ბონუს-ქულით (მინიმუმ 4 ლელოს გატანით) უნდა დაგვემარცხებინა, თანაც ისე, რომ სტუმრებს ქულაც არ აეღოთ (რაც გულისხმობს 4 ლელოს გატანას ან 7 და ნაკლები ქულის სხვაობით მარცხს). იმ შემთხვევაში, თუ „ძებრე“ ოთხ ლელოს გაიტანდა, მეტოქე 33-ქულიანი სხვაობით უნდა დაგვემარცხებინა. სამწუხაროდ, „შავი ლომი“ დამარცხდა, ფლეი-ოფში ვერ გავიდა და ტურნირს დაემშვიდობა.

„ჩელენჯ ქაფის“ ჯგუფურ ეტაპზე „შავმა ლომმა“ 4 მატჩი გამართა (1 გამარჯვება, 3 მარცხი). პირველ შეხვედრაში გუნდი „მონპელიესთან“ დამარცხდა (13:24), მეორე ტურში ირლანდიურმა „კონაქტმა“ გვაჯობა (52:0), მესამე ტურში კი „მონტობანს“ სტუმრად მოვუგეთ (28:31), დღეს კი ჯგუფური ეტაპი მარცხით დავასრულეთ.

შავი ლომის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამე მატჩში - ნინიაშვილი მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს
ზედიზედ მესამე მატჩში - ნინიაშვილი მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს