წყალბურთი, ანდრია ბითაძე
Aa
Aa

მეკარის გოლი | საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და 11-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 7:18.

შეხვედრის პირველი მეოთხედი დაძაბული გამოვიდა. მატჩში ანგარიში საქართველომ გახსნა და სტეფან პიეშივაცის გოლით დაწინაურდა. ხორვატებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს და წინაც გავიდნენ, თუმცა ანდრია ბითაძემ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ხორვატებმა პირველი პერიოდი მაინც მოიგეს - 3:2.

მეორე რვაწუთეული მათი უპირატესობით წარიმართა, ოთხი უპასუხო გოლი გაგვიტანეს და დიდ შესვენებაზე 7:2-ს იგებდნენ. მესამე პერიოდი 2:5 წავაგეთ, ხოლო ბოლო რვაწუთეული 3:6 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრების რიგებში ორ-ორი გოლით ანდრია ბითაძე და ნიკა შუშიაშვილი გამოირჩნენ. ანდრია ვლაჰოვიჩმა და სტეფან პიეშივაცმა თითო-თითო ბურთი შეაგდეს. საინტერესოა, რომ ჩვენი გუნდის მხრიდან მეშვიდე გოლის ავტორი ნაკრების მეკარე, ირაკლი რაზმაძეა, რომელმაც საკუთარი კარიდან შეაგდო.

ამრიგად, ორი ტურის შემდეგ ორი წაგება გვაქვს და გადამწყვეტი შეხვედრა სლოვენიის წინააღმდეგ გველის. გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფის საგზურს მოვიპოვებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„პარი სენ-ჟერმენის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე