ევროპის ჩემპიონატზე ფიგურული ციგურაობის ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე ფიგურული ციგურაობის ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს

14 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით, ინგლისის ქალაქ შეფილდში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც ევროპის ქვეყნების სპორტსმენებისათვის იქნება ბოლო, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ასპარეზობა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ, რომელიც იტალიის ქალაქ მილანში, 6 თებერვალს დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები).

14 იანვარი

17:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)
21:00 ქალები ( მოკლე პროგრამა)

15 იანვარი

17:00 კაცები ( მოკლე პროგრამა)
23:00 სპორტული წყვილები ( თავისუფალი)

16 იანვარი

16:00 რიტმული ცეკვა

22:00 ქალები ( თავისუფალი პროგრამა)

17 იანვარი

17:00 კაცები ( თავისუფალი პროგრამა)
22:30 სპორტული ცეკვები (თავისუფალი)

18 იანვარი

19:00 საჩვენებელი პროგრამა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ვერცხლი ბოსფორის თასზე - გურგენიძის და სუპატაშვილის კარგი შედეგი
ორი ვერცხლი ბოსფორის თასზე - გურგენიძის და სუპატაშვილის კარგი შედეგი