ბრინჯაო ბოსფორის თასზე - კაზაკოვა-კასინსკის წყვილის წარმატება
„ბოსფორის თასის“ 2025 წლის გათამაშება საქართველოს დელეგაციისთვის ინგა გურგენიძისა და კონსტანტინე სუპატაშვილის წარმატებით არ შემოფარგლულა. ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყანა ფიგურულ ციგურაობის საერთაშორისო ტურნირებზე უმაღლესი დონის შედეგებით განებივრებულია და გამონაკლისს არც თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართული შეჯიბრება წარმოადგენდა.
მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილმა სპორტული ცეკვების კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ რიტმულ ცეკვებში 65,13 ქულა დააგროვეს, თავისუფალ ცეკვებში კი - 100,62 მეათედი. ხოლო ორი პროგრამის ჯამში 165,75 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ფიგურულ ციგურაობაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საკმაოდ ღირებულ შედეგებს აღწევენ, რისი დასტურიც ის არის, რომ გუნდურ შეჯიბრებაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზური მოპოვებული გვაქვს.