ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა
Aa
Aa

„მათ ჩხუბს ჯერჯერობით აზრი არ აქვს“ - პერეირას მენეჯერი ჩიმაევს უარყოფს

ბოლო პერიოდში ბევრი საუბრები მიდის იმის თაობაზე, რომ სულ მალე ხამზატ ჩიმაევი საშუალოდან ქვემძიმე დივიზიონში გადაინაცვლებს და ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის მსგავსად, შეეცდება UFC-ის ორი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის მეტოქე ალექს პერეირა იქნება, თუმცა ბრაზილიელის მენეჯერმა უახლოეს მომავალში ამ ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ხამზატ ჩიმაევთან ჩხუბი? რას ნიშნავს ეს ყოველივე? მან ხომ საშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარი ახლახანს მოიპოვა და ერთხელაც არ დაუცავს. შედარებისთვის, გთხოვთ გადახედოთ, რა გააკეთა ალექს პერეირამ ბოლო წლების განმავლობაში და რამდენად რთული გზა გამოიარა საიმისოდ, რომ აქამდე მოსულიყო. სწორედ ამიტომაც, მათი ჩხუბის გამართვას ახლა არანაირი აზრი არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ალექს პერეირამ ქვემძიმე დივიზიონის საჩემპიონო ტიტული გასულ შემოდგომაზე მაგომედ ანკალაევთან რემატჩში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, ხოლო ხამზატ ჩიმაევმა საშუალო დივიზიონში დრიკუს დუ პლესის აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5000 მაყურებელი, მებრძოლები პრეზიდენტის კაბინეტში - თეთრი სახლის ღონისძიების დეტალები
5000 მაყურებელი, მებრძოლები პრეზიდენტის კაბინეტში - თეთრი სახლის ღონისძიების დეტალები