ბისპინგი: მახაჩევს კიდევ დიდხანს ვერ დაამარცხებენ
საშუალო წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა, ქვესაშუალო დივიზიონში (Welterweight) არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
ბისპინგი ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევის დამარცხებას კიდევ კარგა ხანს ვერ შეძლებენ.
„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ვინმე შეძლებს ისლამ მახაჩევის დამარცხებას. სერიოზულად, არ მგონია. მიუხედავად იმისა, რომ ქვესაშუალო დივიზიონი ახლა ყველაზე კონკურენტული და ნიჭიერი მებრძოლებით დატვირთულია.
შემიძლია ოცი წუთი ვიმსჯელო იმაზე, თუ ვის აქვს შანსი და რატომ შეიძლება ამა თუ იმ მებრძოლმა მოუგოს ისლამს. იქ ბევრი შესანიშნავი პრეტენდენტია, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები - ისლამი კიდევ დიდხანს იქნება ჩემპიონი“,
- განაცხადა ბისპინგმა.
უკანასკნელად მახაჩევმა ნოემბერში იბრძოლა, როდესაც ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა და ქვესაშუალო წონაში UFC-ის ჩემპიონი გახდა.