წიკლაურის წარმატება - ქართველი სამთო-მოთხილამურის საუკეთესო შედეგი
აზერბაიჯანის კურორტ შადაგ მაუნთინ რეზორტში გამართული პრესტიჟული ღია პირველობა ქართველი სამთო-მოთხილამურის ნინო წიკლაურის გამარჯვებით დასრულდა. მან სლალომის დისციპლინაში შვეიცარიელ ნიკიტა ანერსა და უზბეკ საბინა რეჯეპოვას დამაჯერებლად აჯობა, რომელთაც შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში მდებარე ამ კურორტზე წიკლაურმა პირველად იასპარეზა და როგორც ტურნირის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მთა ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო და იქიდან გამომდინარე, რომ მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონია, სლალომის თხილამურებზე თავს კომფორტულად გრძნობდა და მიღწეული წარმატება სამომავლოდ მეტ დამაჯერებლობას შესძენს.
ცნობისათვის, ჯერჯერობით აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირი არ დასრულებულა და ხვალ სამთო-მოთხილამურეები ძალების უკვე გიგანტურ სლალომშკი მოსინჯავენ.