ილია თოფურია, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„ილია 2026 წლის ბოლოსაც ჩემპიონი იქნება“ | ბისპინგმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბისპინგი თვლის, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს არ დაკარგავს და 2026 წლის ბოლოსაც ტიტულის მფლობელი იქნება.

„ვერ ვხედავ მებრძოლს, რომელიც ილია თოფურიას დაამარცხებს. ეს არც პედის და არც გეიჯის არ შეუძლიათ. არმან ცარუკიანის ვარიანტი არსებობს და მას შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს, მაგრამ ვფიქრობ, 2026 წლის ბოლოს ელ მატადორი ისევ ჩემპიონი იქნება.

დიახ, არმან ცარუკიანის ვარიანტი ნამდვილად არსებობს, მაგრამ არ მგონია, ეს ჩხუბი ჯერ შედგეს. პიმბლეტისა და გეიჯის ორთაბრძოლაში პედისკენ ვიხრები, თუმცა ვფიქრობ, რომ თოფურიას საჩემპიონო ქამარს ვერც ერთი მათგანი ვერ წაართმევს.“

ცნობისთვის, პიმბლეტისა და გეიჯის ჩხუბი 25 იანვარს გაიმართება და UFC 324-ის მთავარი მოვლენა იქნება. მათ შორის გამარჯვებული მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდება და ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა“ | სანიოლის უცნობი ისტორია და ევრო 2024
„ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა“ | სანიოლის უცნობი ისტორია და ევრო 2024