„ქვემძიმე წონაშიც კარგად იჩხუბებდა“ - ჯონსი ჩიმაევზე
UFC-ის ნახევრად მძიმე და მძიმე წონითი დივიზიონების ექსჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა განაცხადა, რომ საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი ალექს პერეირასა და მაგომედ ანკალაევს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა.
„ვფიქრობ, ჩიმაევს ყველა წონაში შეუძლია ასპარეზობა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ჩემი აზრით, ის საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ მძიმეწონოსნებს დაუპირისპირდეს.
ხამზატმა ქვესაშუალო წონიდან დაიწყო, მაგრამ სიამოვნებით ვნახავდი მას ქვემძიმეში. ვფიქრობ, ამ დივიზიონის მებრძოლებთან ის თავს კარგად წარმოაჩენდა, მათ შორის ალექს პერეირასთან და მაგომედ ანკალაევთანაც“.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ჩიმაევმა 17 აგვისტოს UFC 319-ზე იჩხუბა, როცა დრიკუს დუ პლესი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა და საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. „ბორზის“ ანგარიშზე MMA-ში 15 მოგებაა, ის ამ დრომდე დაუმარცხებელი მებრძოლია.