ალექსანდრ ვოლკანოვსკი, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ“ - ლოპესი ვოლკანოვსკის ფინიშით ემუქრება

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების უმრავლესობა თვლის, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთვის დიეგო ლოპესთან რემატჩი საჭირო აღარ იყო და მას საჩემპიონო ქამარი ორი დაუმარცხებელი სპორტსმენიდან რომელიმესთან, მოვსარ ევლოევთან, ან ლერონ მერფისთან უნდა დაეცვა. თუმცა, თავად დიეგო საბრძოლველად არის განწყობილი და დარწმუნებულია გამარჯვებაში, რაშიც მისი კომენტარის წაკითხვისას ყველა დარწმუნდება.

დიეგო ლოპესი

მინდა გითხრათ, რომ ბევრი ვისწავლე და დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორეობ. ვოლკანოვსკისთან აპრილში გამართული ჩხუბის დროს ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, რადგან ზურგს გამარჯვებათა სერია მიმაგრებდა და ვთვლიდი, რომ საწვრთნელ-მოსამზადებელ პროცესში შესაცვლელი არაფერი მქონდა. თუმცა, წაგებულმა ბრძოლამ ბევრი რამ დამანახა, რაც ჩემს ვარჯიშში შესაცვლელი იყო. ასე რომ ბოლო თვეებში ბევრი კორექტივი შევიტანე და ლაფსუსები გამოვასწორე.

ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მეტსაც გეტყვით - ერთი სპორტდარბაზი რამდენიმეთვიანი იჯარით მთლიანად ავიღე ჩემი გუნდისთვის. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ყურადღება არ მეფანტება და არ მოდიან ადამიანები ფოტოების გადასაღებად. ვიცი, რომ ავსტრალიაში, ანუ მტრისა და მეტოქის ტერიტორიაზე მომიწევს ბრძოლა, მაგრამ მე ფინიში მსურს - საბმიშენი, ნოკაუტი და დომინირება ხუთივე რაუნდში.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამართული ბრძოლა დიეგო ლოპესმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო, რის შემდეგაც თანამემამულე ჟინ სილვას დანოკაუტებით ტიტულისთვის ბრძოლის კიდევ ერთი შანსი მიიღო, რომლის გამოყენებასაც სიდნეიში, თბილისის დროით 2 თებერვალს შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: კაცი, რომელმაც UFC გადაარჩინა და MMA სამუდამოდ შეცვალა
დენა უაითი: კაცი, რომელმაც UFC გადაარჩინა და MMA სამუდამოდ შეცვალა