ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, დენა უაითი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ყველას სურს, პიმბლეტი-გეიჯის გამარჯვებულმა ილიასთან იჩხუბოს“ - დენა უაითი

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორგანიზაციის გეგმები ილია თოფურიასთან დაკავშირებით. როგორც აქამდე იყო ცნობილი, პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის შორის გამარჯვებული მსუბუქი წონითი დივიზიონის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის „ელ მატადორს“ დაუპირისპირდება.

„ყველას სურს, პიმბლეტისა და გეიჯის შორის გამარჯვებულმა ილია თოფურიასთან იჩხუბოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები წლის განმავლობაში“, - განაცხადა დენა უაითმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ მიიღო სატიტულო ბრძოლა მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველმა ნომერმა, არმან ცარუკიანმა.

UFC-ის პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ფაქტორთან ერთად მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა იმანაც, რომ ცარუკიანმა დენ ჰუკერთან ჩხუბის წინა დღეს, პირისპირ დგომის ცერემონიაზე მეტოქეს თავი დაარტყა.

როგორც ცნობილია, UFC 324-ის მთავარი მოვლენა პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება - გამარჯვებული მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯი საუკეთესოა, პედის სათანადოდ არ აფასებთ“ - ჩენდლერმა თოფურიაც ახსენა
„გეიჯი საუკეთესოა, პედის სათანადოდ არ აფასებთ“ - ჩენდლერმა თოფურიაც ახსენა