ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„იმედია, ქამარს შეინარჩუნებს, რემატჩი გვინდა“ - დელა მადალენას მწვრთნელი მახაჩევზე

ჯეკ დელა მადალენას მწვრთნელი, ბენ ვიკერსი იმედს გამოთქვამს, რომ ავსტრალიელ მებრძოლს ისლამ მახაჩევთან რევანშის აღების საშუალება მიეცემა. ამის შესახებ მან Submission Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დელა მადალენა 2 მაისს კარლოს პრატესს დაუპირისპირდება, მახაჩევი კი ქამრის პირველ დაცვას ზაფხულში გეგმავს, ამიტომ ვიკერსი იმედოვნებს, რომ პრატესთან გამარჯვების შემთხვევაში ჯეკს სატიტულო ბრძოლას მისცემენ.

„იმედია, ისლამი ქამარს შეინარჩუნებს. ჯეკს არ სურს, რომ რომელიმე სხვა მებრძოლმა მოუგოს ისლამს, ვინაიდან მისი მიზანი რემატჩია. ეს ჯეკს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ასე რომ, იმედია, ისლამი ქამარს შეინარჩუნებს და ჩვენ რევანშის აღების შესაძლებლობა გვექნება.

ალბათ, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ არა მგონია, რომ განმეორებით შეხვედრაში ბევრი რამის შეცვლა გვჭირდებოდეს. უბრალოდ, გეგმა უკეთესად უნდა მოვიყვანოთ სისრულეში. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გეგმა გვქონდა, უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო ის ვერ შევასრულეთ. ისლამი იყო ძალიან ძლიერი თუ ჯეკი რეაგირებდა ძალიან გვიან - რა მიზეზიც არ უნდა იყოს, გეგმა დიდწილად იგივე დარჩება“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლა გასული წლის ნოემბერში გაიმართა - რუსმა მებრძოლმა ქვესაშუალო წონაში სადებიუტო ჩხუბი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ის უბრალოდ ლეგენდებს ანადგურებს | ჰუპერი გეიჯისთან ილიას მორიგ დომინაციას ელის
ის უბრალოდ ლეგენდებს ანადგურებს | ჰუპერი გეიჯისთან ილიას მორიგ დომინაციას ელის