„ჩემთან სიტყვის თავისუფლება არ არსებობს“ - ხაბიბის სამწვრთნელო მიდგომა
ხაბიბ ნურმაგომედოვი ამჟამად საკმაოდ დაკავებულია და მისი ზრუნვის მთავარი ობიექტი ბუნებრივია თავისი ნათესავი უმარია, რომელიც იანვრის ბოლოს UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მორიგ ორთაბრძოლას ჩაატარებს. ამჯერად მისი მეტოქე დეივისონ ფიგერედო იქნება და გამარჯვების შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ უმცროსმა ნურმაგომედოვმა სატიტულო ბრძოლა კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს, თუმცა ამჯერად ხაბიბს ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი ჰკითხეს და სამწვრთნელო მიდგომებზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„როდესაც სავარჯიშოდ შევდივართ, ჩვენთან სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. თუ მე მთავარი მწვრთნელი ვარ, მაშინ ყველამ ის უნდა გააკეთოს, რასაც ვიტყვი. არც დარბაზში და არც მის გარეთ კამათის დრო არ გვრჩება. ვცდილობ ბიჭებს პროგრესირებაში დავეხმარო და თუ თითოეულ ორგანიზაციაში ჩვენ შედეგებს დააკვირდებით, ნახავთ, რომ ყველგან ჩემპიონები და საუკეთესო მებრძოლები გვყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს საქმეს იდეალურად ვასრულებ“.
ცნობისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა მსუბუქი წონის ჩემპიონისა და დაუმარცხებელი მებრძოლის რანგში დაასრულა - 29 ბრძოლიდან მან ყველა მოიგო, აქედან 8 - ნოკაუტით, 11 - საბმიშენით, ხოლო 10 მსაჯების გადაწყვეტილებით.