კონორ მაკგრეგორი, ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

„10 წამში დავასრულებ“ - მაკგრეგორმა მეივეზერი გამოიწვია

კონორ მაკგრეგორის თეთრი სახლის ღონისძიებაში მონაწილეობა ოფიციალურად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა თითქმის უკვე გარკვეულია, რომ UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ვაშინგტონში მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება. თუმცა, ამბიციურმა კონორმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.

კონორ მაკგრეგორი

ფლოიდ, როდესაც მზად იქნები MMA-ს წესებით საბრძოლველად, დამირეკე და ყოველ მიზეზგარეშე დაგთანხმდები. ალბათ გაიგებდი, რომ ზაფხულში თეთრ სახლში არცთუ ისე ცუდი ღონისძიება ტარდება და ხომ არ მოსინჯავდი ძალებს? გულშემატკივარს პირდაპირ ვეტყვი, რომ შერეული ორთაბრძოლების წესებით მეივეზერს ათ წამში დავასრულებ. მაიკლ ჩენდლერს მივმართავ, ნუ გეშინია, ამაზე ვხუმრობ. თუმცა, თუ საჭირო გახდა, ერთ ღამეში ორივეს გეჩხუბებით.

ცნობისათვის, კონორ მაკგრეგორი და ფლოიდ მეივეზერი ერთმანეთს 2017 წლის 26 აგვისტოს კრივის წესებით ლას-ვეგასში დაუპირისპირდნენ და მეათე რაუნდში ფლოიდმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია VS არმანი, დვალიშვილი-იანის ტრილოგია | როგორია ალჯამეინ სტერლინგის მოლოდინი
ილია VS არმანი, დვალიშვილი-იანის ტრილოგია | როგორია ალჯამეინ სტერლინგის მოლოდინი