ტაისონ ფიური
Aa
Aa

„კაცების ცემაში ფულის აღებას არაფერი სჯობს“ - ტაისონ ფიური ბრუნდება

მსოფლიოს ექსჩემპიონი ტაისონ ფიური კრივში ბრუნდება. ამის შესახებ ბრიტანელმა მოკრივემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„2026 წელი დაბრუნების წელია. გარკვეული დროით შვებულებაში ვიყავი, თუმცა ახლა დავბრუნდი. 37 წლის ვარ და ჯერ კიდევ ვჩხუბობ. კაცების ცემაში ფულის აღებას არაფერი სჯობს“, - წერს ფიური.

ცნობისთვის, ტაისონ ფიურის პროფესიული კარიერა 2008 წლის დეკემბრიდან იღებს სათავეს. ბრიტანელი მოკრივის ანგარიშზე 34 გამარჯვება, 1 ფრე და 2 მარცხია.

ბოლოს ფიურიმ 2024 წლის დეკემბერში იჩხუბა, როცა ოლექსანდრ უსიკთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის იანვარში ბრიტანელმა მოკრივემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ფიურიმ ასეთი რამ თქვა: „იმდენი ფული და ტიტული მაქვს, კრივში დაბრუნებას არ ვაპირებ. 37 წლის ვარ, ბოლო 25 წელი მირტყამდნენ, რატომ უნდა დავბრუნდე ისევ კრივში? ერთ დროს ამ ყველაფერს ვაკეთებდი ფულისა და ტიტულებისთვის, მაგრამ ახლა ფული იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე დახარჯვა შემიძლია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კრივში გადასვლა? ამდენს ვერავინ გადამიხდის“ - ისრაელ ადესანია
„კრივში გადასვლა? ამდენს ვერავინ გადამიხდის“ - ისრაელ ადესანია