ილია თოფურია, ტერენს კროუფორდი
Aa
Aa

„ღმერთს ვფიცავარ, არ ვიცი ვინ არის“ - კროუფორდმა ილიაზე ისევ ისაუბრა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ტერენს კროუფორდმა Adin Ross-თან იუთუბ-სტრიმზე ინტერვიუს დროს ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლის ბრძოლები არასდროს უნახავს. კროუფორდი მასთან შესაძლო ჩხუბსაც შეეხო და აღნიშნა, რომ MMA-ში გადასვლას არ განიხილავს.

რას ამბობს ტერენს კროუფორდი:

„სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ეგ ბიჭი. ღმერთს ვფიცავ, მისი სახელიც კი არ მქონდა გაგებული მის გამოწვევამდე და არცერთი ბრძოლა არ მინახავს. ალბათ იუთუბზე მომიწევს მისი მოძებნა, რომ ვნახო, ვინ არის. მე მხოლოდ კრივის სამყაროში ვარ და ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევ.“

„MMA-ში ჩემთვის საკმარისი ფული არ არის. რატომ უნდა შევიწუხო თავი მათთან ჩხუბით? ეს ბიჭები კრივში იმიტომ მოდიან, რომ აქ დიდი ფულია, მაგრამ მე იქით გადასვლას არ ვაპირებ.“

„თოფურიას გამოწვევა? ეს მხოლოდ პოპულარობის დევნაა. მის გარდა, ყველა ჩემს სახელს ახსენებს, რათა სათაურებში მოხვდნენ. ასეთ თამაშებში არ ვმონაწილეობ.“

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ რამდენიმე თვის წინ ტერენს კრივის ლეგენდა და რამდენიმეგზის მსოფლიო ჩემპიონი, ტერენს კროუფორდი გამოიწვია და მასთან კრივის წესებით ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაისვენებს და ექვს თვეში გამარჯვებულს შეხვდება | ბისპინგმა დვალიშვილზე ისაუბრა
დაისვენებს და ექვს თვეში გამარჯვებულს შეხვდება | ბისპინგმა დვალიშვილზე ისაუბრა