შავი ლომი
Aa
Aa

შავი ლომი სეზონის პირველ შეხვედრას მონტობანთან გამართავს

2026 წლის სარაგბო სეზონს ქართული გუნდებიდან „შავი ლომი“ ხსნის. ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში, ის საფრანგეთში ტოპ 14-ის „მონტობანს“ ეწვევა და 10 იანვარს, 17:00 საათზე შეერკინება.

„მონტობანი“ 1903 წელს დაარსდა, საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად 1966/67 წლების სეზონში ითამაშა და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. არსებობის ისტორიაში „მონტობანს“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში სულ 8-ჯერ უთამაშია.

გუნდი უმეტესად საფრანგეთის მეორე დივიზიონის, პრო დე2-ის ბინადარი იყო და ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა — 2001, 2006 და 2025 წლებში. 2010 წელს „მონტობანს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ჯერ ტოპ 14-დან პრო დე2-ში დააქვეითეს, მერე კი კლუბი ბანკროტად გამოცხადდა და მესამე, სამოყვარულო ლიგაში (ფედერალ 1) გადაინაცვლა. ფედერალ 1 „მონტობანმა“ 2014 წელს მოიგო და მეორე დივიზიონში დაბრუნდა, გასული სეზონის შემდეგ კი ტოპ 14-ში აღზევდა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 თამაშიდან გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო („პერპინიანთან“ 29:22) და ერთი ფრედ („მონპელიესთან“ 22:22) დაასრულა. შედეგად, ის 7 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა. „მონტობანმა“ დათმო ჩელენჯ თასის ორივე თამაშიც — „ძებრესთან“ 17:41 და „ოსფრიზთან“ 22:33. ამრიგად, მას 2025 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ 8 მარცხი მოუგროვდა.

„მონტობანი“ „შავ ლომს“ საშინაო არენაზე — „სტად საპიაკზე“ უმასპინძლებს, რომელზეც 9 210 მაყურებელი ეტევა. ის 1908 წელს გაიხსნა და ბოლო რეკონსტრუქცია 2024 წელს ჩაუტარდა.

გუნდის შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერია — ბურჯები ნუგზარ სომხიშვილი და ლუკა აზარიაშვილი.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ სამი წლით - ლობჟანიძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა
კიდევ სამი წლით - ლობჟანიძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა