აფრიკული ტურნეს დასკვნითი მატჩი - შავი ლომის შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ ხვალ აფრიკული ტურნეს ფარგლებში „ტოიოტა ჩელენჯზე“ დასკვნით, მესამე შეხვედრას გამართავს. იტალიელი სპეციალისტის მარკო ბორტოლამის მომზადებული გუნდის მეტოქე ადგილობრივი „ტოიოტა ჩიტასი“ იქნება. უკვე დასახელდა პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზის შემადგენლობა და უნდა აღინიშნოს, რომ წინა მატჩთან შედარებით, რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
შავი ლომის შემადგენლობა
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. სანდრო თოდუა, 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. გიგა კობახიძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ოთარ გიორგაძე, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. გიორგი ფრუიძე.
მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია
აქვე გეტყვით, რომ როგორც „შავი ლომის“ ხვალინდელმა მეტოქემ მიმდინარე ტურნირზე უკვე ორი შეხვედრა გამართა და ჯერ „ლუზიტანუში“ (54:24), შემდეგ კი რუმინეთის ა ნაკრები (47:14) დაამარცხა. რაც შეეხება ქართველ მორაგბეებს, მათ შეჯიბრება „აირლინკ პუმასის“ (46:36) ძლევით დაიწყეს, რასაც „სუზუკი გრიქასთან“ (21:56) წაგება მოჰყვა.
ცნობისათვის, შემოდგომაზე, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე “ტოიოტა ჩელენჯის” ექვსივე მონაწილე თბილისში შეიკრიბება და ტურნირის მეორე ეტაპზე იგივე მეტოქეებთან „შავი ლომი“ სამ-სამ საპასუხო შეხვედრას გამართავს.