თორნიკე ჯალაღონია, მიხეილ ალანია
Aa
Aa

გამორჩეული ქართველები - PRO D2-ში პირველი წრე შეფასდა

TOP 14-ის მსგავსად, ქართველი მორაგბეები მიმდინარე სეზონში საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონშიც უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და საკუთარ გუნდებში წამყვანი როლები უკავიათ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ალბათ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, როდესაც PRO D2-ის სეზონის პირველი ნახევრის შეფასების დროს, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არაერთხელ იყვნენ ნახსენები.

პირველ რიგში აღსანიშნავია „ბრივის“ ქართველი ლეგიონერი ლუკა გოგინავა რომელიც პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში სრულიად დამსახურებულად მოხვდა. წელს გოგინავამ 14 მატჩი ჩაატარა, აქედან 12 სასტარტოში დაიწყო, მოედანზე 775 წუთი გაატარა და 1 ლელოც დადო. რაც შეეხება „პროვანს რაგბიში“ მოასპარეზე თორნიკე ჯალაღონიას, მან თერთმეტიდან თერთმეტივე შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 766 წუთში მეტოქის ჩათვლის მოედანი ერთხელ აიღო. მთავარი მისი პლუსი კი, რის გამოც თორნიკე საუკეთესოთა შორის მოხვდა, 160 ბოჭვაა და ამ კომპონენტში რჩეულებს შორისაა.

კიდევ ერთი ქართველი მორაგბე კი, რომელიც გამოარჩიეს, მიხეილ ალანიაა - ის „ვანის“ ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში გამართულ თხუთმეტივე ტურში იასპარეზა და მართალია ძირითადში მხოლოდ სამჯერ იყო, მაგრამ ეს მის სტატისტიკას ოდნავადაც არ აკნინებს, მითუმეტეს, რომ ორი ლელოთიც გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რიჩარდმა ნაკრებს სიახლეები ვერ შესთავაზა“ - ნემსაძე ცვლილებას სწორად მიიჩნევს
„რიჩარდმა ნაკრებს სიახლეები ვერ შესთავაზა“ - ნემსაძე ცვლილებას სწორად მიიჩნევს