ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

წლის ცუდი დასაწყისი - ბასილაშვილი ბრისბეინის კვალიფიკაციაზე დამარცხდა

საჩოგბურთო სეზონი დაიწყო. სულ მალე ბრისბეინის ღია პირველობა აიღებს სტარტს. აღნიშნული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა მონაწილეობას.

ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ATP რეიტინგის 116-ე ნომერს კრისტოფერ ო’კონელს დაუპირისპირდა და ორ სეტში 2:6 3:6 დამარცხდა.

ნიკოლოზმა მატჩი კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა მე-4 გეიმში ავსტრალიელმა წონასწორობა აღადგინა და ამის შემდეგ, ბასილაშვილის ზედიზედ 2 ჩაწოდება მოიგო.

მეორე სეტი მშვიდად წარიმართა. მე-6 გეიმში ო’კონელმა ერთადერთი ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 573 ქულით 107-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი წასვლით ჩემი ნაწილიც ჩამოიშალა“ - ჯოკოვიჩმა როჯერი და რაფა გაიხსენა
„მათი წასვლით ჩემი ნაწილიც ჩამოიშალა“ - ჯოკოვიჩმა როჯერი და რაფა გაიხსენა