„მინდა რომ პედის მოუგოს და შემდეგ ილიას შეხვდეს“ - UFC-ის ლეგენდა გეიჯი-პიმბლეტზე
UFC-ის ლეგენდა და დიდების დარბაზის წევრი, იურია ფეიბერი, UFC 324-ის მთავარ ბრძოლაში მხარს ჯასტინ გეიჯის უჭერს.
ფეიბერი მიიჩნევს, რომ გეიჯი შეძლებს ბრძოლის მიმდინარეობის გაკონტროლებას. ფეიბერმა ასევე გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბის სურვილიც გამოთქვა.
რას ამბობს ფეიბერი:
„არჩევანს გეიჯიზე ვაკეთებ. ვფიქრობ, ის ერთ-ერთია იმ მებრძოლებს შორის, ვისაც მეტოქეზე მეტად სიამოვნებს მძიმე და სისხლიანი ბრძოლები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პედი პიმბლეტს ჩხუბი არ უყვარს, უბრალოდ, ჯასტინს ფიზიკური გაცვლები და მუშტი-მუშტში ბრძოლა განსაკუთრებით იტაცებს. ამასთანავე, მას აქვს ჭიდაობის გამოცდილება, რაც პედის მთავარ პლუსებს გაანეიტრალებს. პიმბლეტი გრეპლინგსა და საბმიშენებში ძალიან აგრესიული და დომინანტია, თუმცა მგონია, რომ გეიჯის აქვს საჭირო ინსტრუმენტები ბრძოლის სასურველ პოზიციაში შესანარჩუნებლად, რაც მას უპირატესობას მისცემს. მისი და ილია თოფურიას კრივის დაპირისპირება ძალიან მაგარი სანახაობა იქნებოდა.“
შეგახსენებთ, რომ UFC 324 2026 წლის 25 იანვარს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ბრძოლა კი ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ჩხუბი იქნება, რომლებიც ერთმანეთს მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებულს სწორედ ილია თოფურია დაუპირისპირდება, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ოჯახური პრობლემების გამო 2026 წლის პირველ ნახევარში ბრძოლას ვერ შეძლებდა.