მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

რა უნდა გააკეთოს ტრილოგიაში მოსაგებად | ფეიბერმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა ურაია ფეიბერმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ფეიბერმა ინტერვიუ The Schmo-ს მისცა და „მანქანისა“ და პიოტრ იანის შესაძლო ტრილოგიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„რა უნდა გააკეთოს მერაბმა ტრილოგიაში მოსაგებად? მას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც MMA-ში საჭიროა — მენტალიტეტი. ის არასდროს ნებდება და არის მებრძოლი, რომელიც მეტოქეების გატეხვით ამაყობს, ზოგჯერ კი ამ დროს საკუთარ თავს აყენებს ზიანს.

დვალიშვილი ყველაზე ჭკვიანური სავარჯიშო რეჟიმით არ გამოირჩევა. როგორც ვიცი, ჩხუბამდე ერთი კვირით ადრე 12-რაუნდიან, ძალიან მძიმე სპარინგებს ატარებს. ვფიქრობ, მისთვის უკეთესი იქნება, თუ მოსამზადებელი კემპის დროს უფრო აქტიურად გამოიყენებს მეცნიერებას და გაიმეორებს იმას, რაც პირველ ჩხუბში გააკეთა“, — განაცხადა ფეიბერმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ქამარი დაკარგა. იანის წინააღმდეგ მარცხის შემდეგ „მანქანა“ UFC-ის P4P რეიტინგში მესამე ადგილიდან მეშვიდეზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი
ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი