ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვის ჰყავს ყველაზე ძვირად შეფასებული შემადგენლობა | რომელზეა კვარას პარი სენ-ჟერმენი

Transfermarkt-მა დაასახელა კლუბები, რომლებსაც მისი მონაცემებით ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავთ. რეიტინგის პირველ ადგილს მადრიდის „რეალი“ იკავებს. „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელთა საბაზრო ღირებულების ჯამი Transfermarkt-ზე 1.38 მილიარდ ევროს შეადგენს.

მეორე პოზიციაზე „არსენალია“, რომლის მოთამაშეთა საერთო ღირებულება 1.29 მილიარდი ევროა. ლონდონური კლუბის შემდეგ პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელია — „მანჩესტერ სიტი“ (1.19 მილიარდი ევრო).

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელისა და მისი თანაგუნდელების საერთო ღირებულება 1.19 მილიარდ ევროს აღწევს. პსჟ-ის ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელები ვიტინია და ჟოაუ ნევეში არიან — თითოეული 110 მილიონი ევროდ, მესამე ადგილზე უსმან დემბელეა, ხოლო „კვარა“ მეოთხეა — 90 მილიონი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობის მქონე კლუბების ხუთეულს „ჩელსი“ ასრულებს — 1.18 მილიარდი ევრო. აღნიშნული ხუთი გუნდის გარდა, მილიარდიან ნიშნულს კიდევ ორმა კლუბმა გადააჭარბა: „ბარსელონამ“ (1.12 მილიარდი) და „ლივერპულმა“ (1.04 მილიარდი).

მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებზე შესაბამისად „ბაიერნი“ (980.65 მილიონი), „ტოტენჰემი“ (878.5 მილიონი) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (719.15 მილიონი) არიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ილია პირველი იქნება, ვინც ამას შეძლებს“ - ურაია ფეიბერმა თოფურიაზე ისაუბრა
    „ილია პირველი იქნება, ვინც ამას შეძლებს“ - ურაია ფეიბერმა თოფურიაზე ისაუბრა