ილია თოფურია, ურაია ფეიბერი
Aa
Aa

„ილია პირველი იქნება, ვინც ამას შეძლებს“ - ურაია ფეიბერმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და დიდების დარბაზის წევრმა, ურაია ფეიბერმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, პირველი მებრძოლი, რომელიც სამი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება, სწორედ „მატადორი“ იქნება.

რას ამბობს ფეიბერი:

„ფსონს ილია თოფურიაზე ჩამოვიდოდი. მისი უნარებისა და იმ გიჟური ძალის გათვალისწინებით, რომელსაც ის ფლობს, ილია სწორედ ის ბიჭია, ვისი სიმძლავრეც ზედა წონით კატეგორიებში უპრობლემოდ გადაჰყვება. ჩვენ ვხედავთ, როგორ თიშავს მეტოქეებს ქვემსუბუქ და მსუბუქ წონით დივიზიონებში და მჯერა, რომ მისი მუშტები ასეთივე ეფექტური იქნება ქვესაშუალო და საშუალო წონებშიც.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ჩემპიონი ჯერ ქვემსუბუქ წონაში გახდა, როდესაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა. ილიამ ქამარი ამავე წონაში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რომელიც ასევე ნოკაუტით დაამარცხა, შემდეგ კი მსუბუქ წონაში გადაინაცვლა და ამჯერად, ჩარლზ ოლივეირას გათიშვა შეძლო, რის შედეგადაც მეორე წონის ჩემპიონის ქამარიც მოიპოვა.

ქართველმა მებრძოლმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ოჯახური პრობლემების გამო დროებით პაუზის აღება გადაწყვიტა და 2026 წლის პირველ ნახევარში არ იჩხუბებს. შედეგად, UFC მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებით საჩემპიონო ქამარს პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის გაათამაშებს, მათ შორის გამარჯვებულს კი ილია თოფურია დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯისაც, ილიასაც და არმანსაც მაგრად ვცემ“ - პიმბლეტი ყველას ემუქრება
„გეიჯისაც, ილიასაც და არმანსაც მაგრად ვცემ“ - პიმბლეტი ყველას ემუქრება