„გეიჯისაც, ილიასაც და არმანსაც მაგრად ვცემ“ - პიმბლეტი ყველას ემუქრება
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ჯასტი გეიჯისთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა და ილია თოფურიასაც შეეხო. ბრიტანელი მებრძოლი „მატადორს“ ისევ ემუქრება და ამბობს, რომ გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ, ილიასაც დაამარცხებს.
პედი პიმბლეტი:
„მე და გეიჯი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ეს დროებითი ქამარია და ხალხი ამაზე ბევრს ილაპარაკებს, მაგრამ მაინც, მე ჩემპიონობისთვის ვიბრძვი!“
„ადრე ამბობდნენ, რეიტინგებში ვერასდროს მოხვდებაო, ვერც ამას იზამს და ვერც იმასო. ჩემთვის ეს ნორმალურია. აი, გეიჯის რომ დავაფინიშებ, მერე დაიწყებენ ლაპარაკს - 37 წლის იყო და ისედაც ცალი ფეხი პენსიაზე ჰქონდაო.“
„2026 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ჯერ დროებით ტიტულს ავიღებ, შემდეგ კი ილია თოფურიას ვცემ და ნამდვილ საჩემპიონო ქამარსაც დავეუფლები.“
„და თუ ის „პატარა მაჟორი“ (გულისხმობს ცარუკიანს) ბრძოლას შეძლებს და რეიტინგში ადგილს შეინარჩუნებს — ის ხომ სულ ზის და წუწუნებს, ზურგი მტკივაო — მასაც თავპირს დავუმტვრევ.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოჯახური მიზეზების გამო გარკვეული დროის განმავლობაში ბრძოლებზე უარი თქვა, რის გამოც, UFC მის წონაში დროებით ქამარს გაათამაშებს, სადაც ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი შეხვდებიან. ილია თოფურია კი დაბრუნების შემდეგ მათ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.