კამარუ უსმანი, ისლამ მახაჩევი, ბენ ასკრენი
Aa
Aa

„კამარუ საჩემპიონო ჩხუბს არ იმსახურებს“ - ბენ ასკრენი ქვესაშუალო წონაზე

ყოფილ და მოქმედ მებრძოლებს შორის სერიოზული კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა დაიცვას ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონით დივიზიონში პირველად საჩემპიონო ქამარი. თავად დაღესტნელმა ჩემპიონმა კამარუ უსმანთან დაპირისპირება ისურვა, რასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და მათ შორის გახლავთ ყოფილი მებრძოლი ბენ ასკრენი, რომელიც სხვადასხვა პოდკასტების ხშირი სტუმარია და UFC-ში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ მოსაზრებას საჯაროდ აფიქსირებს:

„ყველამ კარგად იცის, რომ თავის დროზე კამარუ უსმანთან სერიოზული უთანხმოება მქონდა და არ მინდა ვინმემ ჩემი მოსაზრება მიკერძოებულად ჩათვალოს, მაგრამ ფაქტია - ის ისლამ მახაჩევთან შეხვედრის ჩანიშვნას არ იმსახურებს. უსმანი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემპიონი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ქვესაშუალო დივიზიონში ქამარი ბევრმა სპორტსმენმა მოიპოვა. ასე რომ, ვფიქრობ უმჯობესი იქნება, ისლამთან ჩხუბის შანსი ამ დივიზიონში მყოფ უამრავი მაგარი ახალგაზრდა მებრძოლიდან რომელიმეს მიეცეს“.

ცნობისათვის, კამარუ უსმანმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული 2019 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი წარმატებით ხუთჯერ დაიცვა - ორ-ორჯერ კოლბი კოვინგტონი და ხორხე მასვიდალი, ერთხელ კი გილბერტ ბარნსი დაამარცხა, რის ფონზეც სრულიად დამსახურებულად P4P-ის რეიტინგსაც ედგა სათავეში. ჩემპიონის ტიტული  კი, 2022 წლის აგვისტოში ლეონ ედვარდსთან დამარცხებით დაკარგა და 15-ბრძოლიანი მოგებათა სერია დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია პირველი იქნება, ვინც ამას შეძლებს“ - ურაია ფეიბერმა თოფურიაზე ისაუბრა
„ილია პირველი იქნება, ვინც ამას შეძლებს“ - ურაია ფეიბერმა თოფურიაზე ისაუბრა