ალექს პერეირა, ირჟი პროხაზკა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

„ტრილოგიას თავიდან ვერ აიცილებს“ - ანკალაევს პერეირამდე პროხაზკა სურს

UFC-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონის ალექს პერეირას სამომავლო გეგმების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მისი ერთადერთი განცხადება, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია „თეთრი სახლის“ ქარდზე არგამოსვლას ეხებოდა, რაც ჯერჯერობით შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, დენა უაითს არ დაუდასტურებია. პერეირასთან დაკავშირებით კი საინტერესო კომენტარი მისი ყოფილი მეტოქის, მაგომედ ანკალაევის მენეჯერმა რივზან მაგომედოვმა გააკეთა:

„ალექს პერეირას მაგომედ ანკალაევთან მესამე ბრძოლის გამართვის გაგონება არ სურს, მაგრამ ჩვენ ტრილოგიას დაჟინებით მოვითხოვთ. თუმცა, იქამდე მაგომედმა ერთი ჩხუბი უნდა ჩაატაროს და სასურველია თუ ჩვენი მეტოქე ირჟი პროხაზკა იქნება, რითაც სატიტულო ბრძოლისთვის იდეალურ მოსამზადებელ ეტაპს გავივლით.

ანკალაევმა თითქმის მთელი დივიზიონი გაწმინდა, რეიტინგის TOP 15-ში მყოფი ათი მებრძოლი დაამარცხა და ის შანსის მიცემას ყველა ვარიანტში იმსახურებს. მაგომედისა და პროხაზკას ჩხუბის ხილვა კი ნამდვილად საინტერესო იქნება, რადგან ისინი არასოდეს შეხვედრიან და გარდა ამისა, ჩეხმა მებრძოლმა ბოლო ჩხუბი ფეერიულ სტილში მოიგო“.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის გამართულ პირველ ბრძოლაში, 8 მარტს, მაგომედ ანკალაევმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, ხოლო 4 ოქტომბერს გამართულ რემატჩში ალექს პერეირამ ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წლის მებრძოლი მერაბი, წლის ნოკაუტი ლოპესი...“ - ბელალმა წელი შეაჯამა
„წლის მებრძოლი მერაბი, წლის ნოკაუტი ლოპესი...“ - ბელალმა წელი შეაჯამა