ეთერ ლიპარტელიანი, ლერი ხაბელოვი
Aa
Aa

„ხაბელოვს ჩემი წარმატების მუდამ სჯეროდა“ - ლიპარტელიანის პირველი კომენტარი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2025 წლის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად სრულიად დამსახურებულად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს, რომელიც ძიუდოში პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სხვა ძიუდოისტების მსგავსად, ლიპარტელიანი ამჟამად იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საწვრთნელ კემპზე იმყოფება, რის გამოც ღონისძიებას ვერ ესწრებოდა და მისი ვიდეო-კომენტარი გავრცელდა.

ეთერ ლიპარტელიანი

მინდა მადლობა ვუთხრა ოლიმპიურ კომიტეტს ამ აღიარებისთვის. ეს ჯილდო არ არის მხოლოდ პირადი წარმატება. ეს იმ შრომის შედეგია, რომელიც ჩემს უკან დგას.

მაშინაც კი, როდესაც არ მქონდა არანაირი შედეგი, ბატონი ლერი ხაბელოვი ყოველთვის გვერდში მედგა და ჩემი წარმატების სჯეროდა. ყველანაირად შევეცდები, რომ 2028 წელს უმაღლეს სპორტულ ფორმაში შევხვდე და ნანატრი ოლიმპიური ოქროს მედალი მოვიპოვო.

ცნობისათვის, ძიუდოისტების წარმატება დღეს ეთერ ლიპარტელიანის აღიარებით არ ამოწურულა - წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დასახელდა, რომელიც შერეული გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაზაძე და ლიპარტელიანი - სეოკ-ის წლის ლაურეატები
ბაზაძე და ლიპარტელიანი - სეოკ-ის წლის ლაურეატები