„კრივს ყველაფერი მივეცი, რაც მქონდა“ | ტერენს კროუფორდმა კარიერა დაასრულა
ტერენს კროუფორდი კრივიდან წავიდა. „ბადმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს კარიერის დასრულების შესახებ აუწყა. კროუფორდმა საყვარელი საქმიანობა 38 წლის ასაკში შეწყვიტა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა.
„მქონდა საშუალება, ჩემი ოცნებით მეცხოვრა და ამის გამო თავს დალოცვილ ადამიანად ვგრძნობ. ეს მოხდა ბევრად ადრე, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში გულშემატკივრები და საჩემპიონო ქამრები გამოჩნდებოდნენ. ამ საოცარი მოგზაურობის თითოეული ნაბიჯი თავგანწირვის, დისციპლინისა და რწმენის წყალობით გადავდგი.
კრივს ყველაფერი მივეცი, რაც მქონდა. საუკეთესო მეტოქეების წინააღმდეგ ვიჩხუბე, წონითი დივიზიონები შევიცვალე და ისტორია დავწერე — 42-0 და ხუთი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა. არანაირი მოკლე გზა, არანაირი თავის გამართლებები. ეს არ არის დამშვიდობება… ეს არის მადლობა კრივს, ჩემს ოჯახს, ჩემს გუნდს, ჩემს ქალაქსა და ჩემს ფანებს, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ.
კრივი არის სპორტი, რომელმაც იმ კაცად მაქცია, როგორიც ახლა ვარ. ხელთათმანები შესაძლოა გავიხადო, მაგრამ ჩემი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება. ისტორია სამუდამოდ სპორტის ნაწილად რჩება.“
ცნობისთვის, ტერენს კროუფორდი მეორე მამაკაცი მოკრივეა, რომელმაც სამ წონით დივიზიონში ყველა ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი ფლობდა. ოთხი ქამრის ეპოქაში ის პირველია, რომელმაც ყველა ორგანიზაციის ტიტული ორ და სამ წონით დივიზიონში დაისაკუთრა.