კამარუ უსმანი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ვინ იქნება ჩემი მეტოქე? სულ ერთია“ - ისლამ მახაჩევი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ მზადაა ქამრის დასაცავად, ნებისმიერ მებრძოლს ეჩხუბოს, თუმცა სასურველ მეტოქედ ექსჩემპიონ კამარუ უსმანს ასახელებს.

„დელა მადალენასთან ბრძოლის შემდეგ ვთქვი, რომ უსმანთან ჩხუბი მსურს, თუმცა მედიას რატომღაც ამ ბრძოლის ჩანიშვნის არ სჯერა. ჩემი აზრით, კამარუ გადაუვლის ამ ახალ ბიჭებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ - მორალესსაც და პრატესსაც. მათ ჯერ რეალური ტესტი არ გაუვლიათ.

კამარუ ყოფილი ჩემპიონია, ამ წონაში ტიტული ყველაზე მეტჯერ აქვს დაცული. პიარის თვალსაზრისით ეს ბრძოლა კარგად გაიყიდებოდა. ხოაკინ ბაკლი ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, მაგრამ უსმანმა ის ნაწილებად დაშალა და ბაკლი ყველამ დაივიწყა, არადა, ხოაკინს რომ ეს ჩხუბი მოეგო, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ნომერ პირველი პრეტენდენტი იქნებოდა.

სხვა შესაძლო მეტოქეები? ძალიან ბევრი ვარიანტია, ქვესაშუალო წონა ისევ ცოცხალია. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მეტოქე. UFC-ის შეთავაზება ძალიან მალე იქნება. ვგრძნობ, რომ ამ წონაში ტიტულს დიდხანს შევინარჩუნებ და თავს კომფორტულად ვგრძნობ“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ნოემბერში ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯეკ დელა მადალენა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რემატჩს იმსახურებ, მაგრამ...“ - ბისპინგმა მერაბ დვალიშვილს მიმართა
„რემატჩს იმსახურებ, მაგრამ...“ - ბისპინგმა მერაბ დვალიშვილს მიმართა